დავითაშვილი: აგრარული ბაზრები მაღალი რისკის შემცველი იყო, თუ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, ფუნქციონირებას შეძლებენ

აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ მათი ფუნქციონირება ძირითადად შეზღუდული იქნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად იცვლება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გადაწყვეტილებები იცვლება და მიიღება ძალიან სწრაფად და ადეკვატურია იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მათ შორის გათვალისწინებულია ექიმების რეკომენდაციები.

აგრარული ბაზრები დიდწილად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადად აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული. თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტაც შეეძლება ადგილზე არსებულ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს, შტაბებს, რომელიც რეგიონებში გუბერნატორების ჩართულობით არსებობს.

გადაწყვეტილება იყო მიღებული მათ შორის თბილისის აგრარული ბაზრების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს უკავშირდებოდა მყისიერად იმ რისკებს, რომელიც არსებობდა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით, რათა სწრაფად ჩატარებულიყო სადეზინფექციო სამუშაოები. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტში, ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას ძირითადად საბითუმო პლატფორმის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც გაწერილია სტანდარტში”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად