დავითაია: ამჯერად ხდება ტერიტორიების მონიშვნა, რადგან ოკუპანტებმა საზღვარი მაქსიმალურად გადმოწიონ

ოკუპირებულ ორჭოსანთან მანათობელი სასიგნალო მაშხალის გასროლის ფაქტზე, ოპოზიცია პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

​ “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის, პაატა დავითაიას შეფასებით, მოვლენების ამგვარი განვითარება შემაშფოთებელია, რადგან ოკუპანტების ქმდებები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას გამოიწვევს.

ბორდერიზაციას უფრო დამძიმებულ რეჟიმში განაგრძობენ, საუბარია ღობეების მშენებლობაზე, რასაც მოჰყვება ვიდეო კონტროლის დაყენება, რაც რეჟიმს კიდევ უფრო გაამკაცრებს. ახლა კი, გარკვეული ქმედებებიდან გამომდინარე, ტერიტორიების მონიშვნა ხდება, რადგან საზღვარი მაქსიმალურად გადმოწიონ. ის, რაც ამჯერად ხდება ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის დაძაბვას,” – განაცხადა “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ: 14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირებულ იქნა პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ. მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

როგორც ipress -ს აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განუცხადეს, , სუს-ის მიერ გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად