დავით ზურაბიშვილი: ვინც სერიოზულად ამტკიცებთ, რომ ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა “ნაცების” მოწყობილი სპექტაკლია, საზოგადოებისთვის საშიში იდიოტები ხართ

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ზუგდიდში, “საქართველოს” ბანკის” ფილიალში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუტარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“ყველა, ვინც ახლა სერიოზულად ამტკიცებთ, რომ ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ნაცების მოწყობილი სპექტაკლია, უბრალოდ იდიოტები კი არ ხართ, არამედ სრულიად ამორალური და საზოგადოებისთვის საშიში იდიოტები. ხოლო ვისაც ეს არ გჯერათ, მაგრამ მაინც ამას ამტკიცებთ, რახან “ომში ხართ ნაცებთან”, ასევე სრულიად ამორალური და საზოგადოებისთვის საშიში ხართ, ოღონდ იდიოტის ნაცვლად უფრო ჩათლახი გეთქმით. ესაა ჩემი კომენტარი. ჩათვალეთ რომ უკიდურესად კორექტული და მოზომილი ვარ”.

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული პირი უკვე სამ საათზე მეტია იმყოფება და 19 პირი მძევლად ჰყავს აყვანილი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. გადაკეტილია ბანკის მიმდებარე ქუჩები.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად