დავით ზურაბიშვილი: თუ გახარია მერობის კანდიდატად არველაძეს დაასახელებს, სავარაუდოდ მეორე ტური იქნება

თუ გახარია მერობის კანდიდატად არველაძეს დაასახელებს, სავარაუდოდ მეორე ტური იქნება, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ:

დავით ზურაბიშვილი: თუ მიზანი თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებაა, ვფიქრობ აქ კალაძე აშკარა ფავორიტია. აქ არა მგონია ოპოზიციამ შეძლოს გამარჯვება.

მათ შორის არც იმას აქვს მნიშვნელობა გახარია ვის დაასახელებს?

გახარიას ფაქტორმა აქაც შეიძლება იმუშაოს, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ გახარია ვიღაცას დაასახელებს – არჩილ არველაძეზე იყო ლაპარაკი, რაც უფრო სავარაუდოს გახდის მეორე ტურს, მაგრამ რამდენად გაიმარჯვებს მეორე ტურში გახარიას კანდიდატი, ეს საეჭვოა. თუ მეორე ტურში გავიდა ხელისუფლება და ვთქვათ იგივე „ნაცმოძრაობა“, მაშინ ისევ ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს, ანუ, ისევ კალაძე.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...