დავით ზურაბიშვილი: სიტყვა “პლანზე” მომენტალურად “გირჩი” გაგახსენდება, ეკლესიაზე კი “რესპუბლიკელები”

სიტყვა “პლანზე” მომენტალურად “გირჩი” გაგახსენდება, ეკლესიაზე კი “რესპუბლიკელები”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მას არ სჯერა, რომ ვიღაცა “ქურდი” ბიძინა ივანიშვილის უფროსია და მიიჩნევს, რომ პირიქით, კკრიმინალს იყენებს “ქართული ოცნება”.

“არის ცნებები, რომელიც ასოცირდება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. მაგალითად, რომ თქვა სიტყვა “პლანი”, რომელიც პოლიტიკური პარტია გაგახსენდება? – მომენტარულად გაგახსენდება “გირჩი”. ახსენე, ეკლესია, გაგახსენდება ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია “რესპუბლიკელები”. იმიტომ, რომ ყველაზე მეტს ამაზე ლაპარაკობს.

“ნაცმოძრაობა” იძახის, რომ კრიმინალთან შეზრდილია “ქართული ოცნება”. როგორც “ნაცმოძრაობა” ფიქრობს, მე ვფიქრობ, რომ ისე არ არის. ისინი თვლიან, რომ კრიმინალის არის ხელისუფლების ზევით, მე არ ვფიქრობ ასე, პირიქით არის, მე ასე მგონია, რომ ხელისუფლება იყენებს კრიმინალს. ჰყავს რა თქმა უნდა, მაგრამ ის, რომ ვიღაცა ქურდი იყოს ბიძინას უფროსი, ეს არ მჯერა”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად