დავით ზურაბიშვილი: სამპროცენტიანი პარტიები ახლა ყველაზე მეტს აკეთებენ ორპოლუსიანობის შენარჩუნებისთვის

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს აფასებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის პოსტის ქვეშ წერს.

“David Zurabishvili სხვაგან დავწერე და გადმოვაკოპირებ აქაც

ცესკოს რიცხვებით რომ ვიხელმძღვანელოთ, 2016 წელთან შედარებით ნაცმოძრაობის ამომრჩეველი გაზრდილია 50 ათასით.

ოცნების ამორჩეველი ამავე მონაცემებით გაზრდილია 70 ათასით. მოპარული ხმები და ა. შ. ყველაფერი რომ გავითვალისწინოთ, მაინც ზრდა გამოვა, რადგამ მოპარული 2016-შიც ჰქონდა.

ნაცმოძრაობის და ოცნების გარდა ერთ პროცენტს გადაცილებული ყველა სხვა პარტიის ჯამური მონაცემები ფაქტობრივად არ შეცვლილა. ჯამში მათ იმდენივე აქვთ 2020-ში, რაც ჰქონდათ 2016-ში.

ეს ნიშნავს, რომ როგორც 2016-ში, ისე 2020-ში ძირითადი არჩევანი კეთდება პოლარიზებულ მხარეებს შორის და პოლუსებს მხარდაჭერა არათუ იკლებს, იმატებს კიდეც,

დანარჩენ პარტიებს რომ ჰკითხო, ორპოლუსიანობა არ უნდათ. ამ დროს თუ რამე კვებავს ორპოლუსიანობას, ეს არის რადიკალიზმი უკომპრომისობა და შეურიგებლობა.

აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც დღეს ხდება, არის სწორედ ორპოლუსიანობის გამაგრება და გაღრმავება და ეს არ არის მარტო ხელისუფლების ბრალი.

ხელისუფლებას ცხადია აწყობს ეს და ყველანაირად უფითილებს და ხელს უწყობს ამ პროცესს, ეს აწყობს სააკაშვილსაც, რადგან ორპოლუსიანობა განაპირობებს მისი მნიშვნელობის ზრდას ოპოზიციურ ფლანგზე.

ერთადერთი, ვისაც ეს არ აწყობს, არიან ის ერთ და სამპროცენტიანი პარტიები, მაგრამ ისინი ახლა ყველაზე მეტს აკეთებენ ორპოლუსიანობის შენარჩუნებისთვის: სულ ლაპარაკობენ ოპოზიციის ერთიანობაზე, ადგენენ შეურიგებლობის მანიფესტს და თვალი დაუდგეს ევროპას და ამერიკას, ჩვენ ჩვენი უნდა შევუბეროთ და ისინი გზაში დაგვეწევიანო, გაიძახიან სრულიად სერიოზულად.

ჰოდა, არ მინდა მე ეს ორპოლუსიანობა, სადაც გამარჯვებული ყოველთვის ხელისუფლება იქნება და თუ არ იქნება, არც იმის გამარჯვება მინდა ვინც მეორე პოლუსზეა”, – ამის შესახე დავით ზურაბიშვილი facebook-ის მომხმარებლის Nino Darsavelidze-ს   პოსტის ქვეშე წერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად