დავით ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობას”: ეს ხელისუფლება რუსული დიქტატურა რანაირად არის, რა ლოგიკით, გამაგებინეთ ერთი რა

“ესე იგი ხომ მკაცრად დასჯილი უდისციპლინო მოწაფესავით იყო დღეს ღარიბაშვილი და ხომ თვალებში შესციცინებდა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, რომელმაც კიდევ ბრიუსელში დაიბარა აჩოტების ჩასაბარებლად? ჰოდა ნაცების კომენტარებს გადავხედე და რუსული დიქტატურის დღეები დათვლილიაო, ზეიმობენ. ” – ამის შესახებ პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ანუ მაგათი ლოგიკით ეს რუსული დიქტატურა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ჩმორდება და საცაა დასრულდება.
აქედან გამომდინარე ვსვამ არცთუ რიტორიკულ კითხვას: როგორი დიქტატურაა ახლა ეს და როგორ აპირებენ საქართველოს რუსეთში შეთრევას ეს ჩემის გავრილოვები, ვინცხა ბლანჟეიანი მიშელი თუ ვერ დაუკიდებიათ ფეხებზე?
P. S. არანაირად არ მიმაჩნია ეს ხელისუფლება არც პროდასავლურად, არც დემოკრატიულად და საერთოდ მგონია, რომ უვარგისი და შესაცვლელია, მაგრამ აი რუსული დიქტატურა რანაირად არის და რა ლოგიკით, გამაგებინეთ ერთი რა…” – წერს დავით ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...