დავით ზურაბიშვილი: “ნაცმოძრაობა” ამბობს, მე ვიქნები ის, რაც ვიყავი, ოღონდ ცოტა უკეთესიო

ერთადერთი პარტია და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც მესიჯბოქსის დონეზე აქვს, მაგრამ არა ჩამოყალიბებული, არის “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სხვა პარტიებს არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიციები.

“ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან რა შეთავაზებაა. არა ის, რომ ეს არ იქნება. ეს რომ არ იქნება, მერე მე რა? რითი ვიქნები უკეთესად? ერთადერთი პარტია და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც მესიჯბოქსის დონეზე აქვს, მაგრამ არა ჩამოყალიბებული, რომ იტყვიან ასხივებს ამ დანაპირებს, არის “ნაციონალური მოძრაობა”. რომელიც ამბობს ასეთ რამეს, რომ მე ვიქნები ის, რაც ვიყავი, ოღონდ ცოტა უკეთესი. ანუ, იმ ცუდ რაღაცაებს აღარ გავაკეთებო. მესიჯი იგივე არის, რომ იგივე პოლიტიკა გვექნება, ოღონდ ცუდი რაღაცები რომ გვქონდა, ამას აღარ გავაკეთებთო. ამას რამდენად დაიჯერებს ის საზოგადოება, რომელიც არ არის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობით კმაყოფილი, ეს ცოტა საკამათოა. ერთია ზეპირი დაპირება და მეორეა ის, რომ რაღაცით ხომ უნდა აჩვენებდე, რაც მაინცდამაინც არ ჩანს”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად