დავით ზურაბიშვილი: მთელი კამანდა მართავს ქვეყანას, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით

ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს სიტუაცია შევცვალოთ არის 2 ოქტომბრის არჩევნები, რის მერეც თუ წესიერ ჭკვიანებს ვერ გავუხსნით გზას, წესიერ დებილებს ან უწესო ჭკვიანებს მაინც მივცეთ ხმა ნაკლები ბოროტების პრინციპით”- ამის შესახებ პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საერთოდ წესიერი დებილი ხელისუფლებაში უფრო საშიშია ვიდრე უწესო ჭკვიანი, რადგან ამ უკანასკნელმა ის მაინც იცის მისთვის საზიანო რა იქნება, დებილმა კი მისდა უნებლიედ შეიძლება თავსაც ავნოს და ქვეყანასაც.

თუმცა ახლა ჩვენ არც პირველ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და არც მეორესთან. ახლა ჩვენ ვუყურებთ იმ უნიკალურ მდგომარეობას, როდესაც უწესო დებილების მთელი კამანდა მართავს ქვეყანას, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით, რომელიც ამათი მმართველობის შემთხვევაში ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს სიტუაცია შევცვალოთ არის 2 ოქტომბრის არჩევნები, რის მერეც თუ წესიერ ჭკვიანებს ვერ გავუხსნით გზას, წესიერ დებილებს ან უწესო ჭკვიანებს მაინც მივცეთ ხმა ნაკლები ბოროტების პრინციპით” – წერს დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...