დავით ზურაბიშვილი: კალაძე აშკარა ფავორიტია, მაგრამ რეალურია შანსი, რომ “ოცნებამ” 43% ვერ აიღოს

გააჩნია ოპოზიციის მიზანი რა არის? ოპოზიციის მიზანი თუ არის ის, რომ მთლიანობაში ხელისუფლებამ არ აიღოს 43% და მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებს ამის შანსი მაღალია, – ასე პასუხობს “აიპრესის” კითხვას პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ:

დაიწყო საარჩევნო კამპანია. კალაძე ხელმეორედ დაასახელეს კანდიდატად. ამ ფონზე ოპოზიციაში გაურკვეველია ვითარება, იქით ვაშაძე ამბობს, რომ მელიას არ დაუჭერს მხარს. ამ ფონზე რა შანსი აქვს ოპოზიციას?

გააჩნია ოპოზიციის მიზანი რა არის? ოპოზიციის მიზანი თუ არის ის, რომ მთლიანობაში ხელისუფლებამ არ აიღოს 43% და მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებს ამის შანსი მაღალია. ამაზე მუშაობის პირობებში ეს რეალურია. მით უმეტეს გახარიას როლსაც თუ გავითვალისწინებათ.

თუ მიზანი თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებაა, ვფიქრობ აქ კალაძე აშკარა ფავორიტია. აქ არა მგონია ოპოზიციამ შეძლოს გამარჯვება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...