დავით ზურაბიშვილი: ჩემი მტერი გადარჩა ეს ოპოზიცია რომ გადარჩება აწი – ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციური პარტიები ან შეერწყმებიან ნაცმოძრაობას, ან გადავლენ მილევად რეჟიმში

არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. რიგგარეშე არჩევნები რომ დადგეს დღის წესრიგში, ამას ჭირდება ხელისუფლების კრიზისი, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებებს ვერ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმების უკმარისობის გამო, ან მიღებულ გადაწყვეტილებებს ვერ ახორციელებდეს ხალხის მასობრივი პროტესტის პირობებში. არც ერთს ველი და არც მეორეს, – ამის შესახებ პოლიტიკოსი, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელიში, ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის გვერდზე წერს. 

“1. დასავლეთი ხელისუფლებას არ მიაწვება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არაფრის განმუხტვა არ იქნება საჭირო.

2. კონსტიტუციის ცვლილება ხელისუფლებას არაფერში ჭირდება. შესაბამისად არ ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობაც,
3. არანაირი მასობრივი აქციები არ იქნება. ეკონომიკური გაჭირვების გამო აქციები საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, არადა რაც თავი მახსოვს სულ გაჭირვებაა.
4. მეტი დემოკრატიის მოთხოვნა სულ დგას, მაგრამ თუ არსებულზე უფრო დემოკრატიული ალტერნატივა არ გამოჩნდა, მაინცდამაინც დასავლეთიც არ მოიკლავს თავს ხელისუფლებაზე ზეწოლით.
5. ჩემი მტერი გადარჩა ეს ოპოზიცია რომ გადარჩება აწი. ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციური პარტიები ან შეერწყმებიან ნაცმოძრაობას, ან გადავლენ მილევად რეჟიმში
და კი, ტელევიზიებში იჯდებიან და ილაპარაკებენ მიმდინარე აპოკალიფსზე. ახლაც რომ ვუსმენ, სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აპოკალიფსისის ორმა მხედარმა უკვე ჩამოიარა, მესამე გზაშია და მეოთხე ემზადება. არადა არაა ასეთი რადიკალური განწყობები საზოგადოების უმრავლესობაში. აქციებზეც ჩანს ეს, სადაც ძირითადი მასა რადიკალი ნაცებია.
საერთოდ პესიმიზმი არაა ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტის შედეგი ან ხელისუფლების დამხობა უნდა იყოს, ან ოპოზიციის მარგინალიზება. ასეთია ბოიკოტის კამპანიის ლოგიკა. პირველი ვარიანტი არასასურველია და არარეალური. ხოლო მეორე ვარიანტი ასევე არასასურველია, მაგრამ რეალური”, – წერს დავით ზურაბიშვილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად