დავით ზურაბიშვილი: ჩანაწერების ჯერ „ნაცებისთვის“ შეტენვა უნდოდათ, დღეიდან კი გახარიაზე გადაერთვნენ

ჯერ ტრადიციისამებრ დააპირეს ნაცებისთვის შეეტენათ 2014-21 წწ სუსის ყველა მოსმენა, მერე ეტყობა ვიღაც შედარებით ნაკლებად დებილს გაახსენდა, რომ მთელი ეს ხანი თვითონ არიან ხელისუფლებაში და იქვე ვიღაც მასზე კიდევ ნაკლებად დებილს ისიც გაახსენდა, რომ ამ ხნის მანძილზე გახარიაც მათთან ერთად იყო. ჰოდა, დღეიდან გადაერთვნენ გახარიაზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საბოლოოდ კვალი რასაკვირველია ისევ “ნაცებთან” მივა.

“მე მგონი ძალიან გაზვიადებული და გადაჭარბებულია სუსის მასალებზე ოცნების ლიდერთა არაადეკვატური კომენტარების გამო იმის ვარაუდი, რომ ოცნება “რაღაცას აპირებს”. ოცნება არის ბიძინა ივანიშვილი, სხვა მაქ არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს და თუ ბიძინა სუსის მეშვეობით აპირებს რაღაც ჩანაწერების გამოგდებას (რაც ცხადია არაა გამორიცხული), ეგ არც მდინარაძეს და კობახიძეს ეცოდინება და არც ღარიბაშვილს. ამიტომ ბიძინას პოლიტიკური ავატარების გამონათქვამებს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

მე უფრო მგონია, რომ სასტავი მაგარი დაბნეულია და არ იციან რა წყალში გადავარდნენ. ჯერ ტრადიციისამებრ დააპირეს ნაცებისთვის შეეტენათ 2014-21 წწ სუსის ყველა მოსმენა, მერე ეტყობა ვიღაც შედარებით ნაკლებად დებილს გაახსენდა, რომ მთელი ეს ხანი თვითონ არიან ხელისუფლებაში და იქვე ვიღაც მასზე კიდევ ნაკლებად დებილს ისიც გაახსენდა, რომ ამ ხნის მანძილზე გახარიაც მათთან ერთად იყო. ჰოდა, დღეიდან გადაერთვნენ გახარიაზე, რომლის კვალიც, საბოლოო ჯამში რასაკვირველია მაინც ნაცებამდე მივა და საერთოდ ეს ყველაფერი რომ მაინც სიდებილეა და ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფოს მსგავსი ვიყოთ, მთავრობა უკვე კაი ხნის გადამდგარი უნდა იყოს, მართლაც დღესავით არის ნათელი, მაგრამ აბა სხვა რა რასკლადი უნდა დაჯდეს ქვეყანაში, რომ ამდენი დებილი მოჯდეს მაღალ თანამდებობებზე? ჰოდა, ვინც დებილია ყველა ბოლომდე ჩაებღაუჭება ამ უნიკალურ პერსპექტივას. ეს პერსპექტივა სინამდვილეში კი უპერსპექტივობაა, მაგრამ დებილი იმიტომაცაა დებილი, რომ ელემენტარულ რაღაცეებს ვერ ხვდება.

რა უნდა ვქნათ? ბევრი არც არაფერი: 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმის მიცემისას ის მაინც გავაცნობიეროთ, რომ არ ვიმსახურებთ ამ დებილების ჩვენს თავზე წამოჯდომას, თუ რასაკვირველია თავად არა ვართ მსგავსი დებილები ან რამე სარგებელი არ გვაქვს მათგან. ამისთანები იმსახურებენ”, – წერს დავით ზურაბიშვილი Facebook-ში.

კომენტარები
იტვირთება...