დავით ზურაბიშვილი: ბიძინას უთხრეს, შენ წადი, ჩვენ მოვალთო, ეგონათ დასავლეთი მხარს დაუჭერდა (ვიდეო)

“გრიგოლ ვაშაძე ამბობდა გუშინ, რომ ეს არის თამაში ნულოვანი ჯამით, ეთანხმებით თუ არა მას” – ამ კითხვით მიმართა ტვ პირველის ჟურნალისტმა დავით ზურაბიშვილს.

“მე აბსოლუტურად ვეთანხმები მის პოზიციას, ოღონდ, ეს პოზიცია უნდა ყოფილიყო თავიდანვე გაჟღერებული და არა ახლა.

მე მგონია, ოპოზიციაში იმედი ჰქონდათ, რომ მასობრივი პროტესტით შეძლებდნენ, დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა გამოეწვიათ ხელისუფლებაზე. ნუ, ახლა პრაქტიკულად მოთხოვნა იყო ისეთი, ბიძინას სთხოვდნენ გადადექიო, ანუ წადი შენ და ჩვენ მოვალთო და ასეთ რადიკალურ მოთხოვნაში რომ დასავლეთი მხარს არ დაუჭერდა, ეტყობა დაინახა დასავლეთმა, ელაპარაკა იქ ვიღაცებს და იქ მკაფიოდ გააგებინეს, რომ ასე არ გამოვა და ამის მერე დააფიქსირა მან თავისი პოზიცია.” – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად