დავით ზურაბიშვილი: არ ჯობდა ათი პიკეტი მოეწყოთ დღეში ათ ადგილას, ათი წლის წინანდელი ჩანაწერის გამოექვეყნებას?

“არ ჯობდა ათი პიკეტი მოეწყოთ დღეში ათ ადგილას, ვიდრე ბერას და ღარიბაშვილის ათი წლის წინანდელი ჩანაწერი გამოექვეყნებინათ?”

აის შესახებ ყოფილი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ისე, ჩვენში დარჩეს და პიკეტებს შევაჩერებთო, ხომ გამოაცხადა ოპოზიციამ, ნერვები რომ არ აეშალოთ ხელისუფლებაში და დიალოგის შეწყვეტის საბაბი რომ არ მივცეთო? ჰოდა ეგრე თუ უნდოდათ, არ ჯობდა ათი პიკეტი მოეწყოთ დღეში ათ ადგილას, ვიდრე ბერას და ღარიბაშვილის ათი წლის წინანდელი ჩანაწერი გამოექვეყნებინათ? ათი კი არა ოცი-ოცდაათი პიკეტითაც უფრო ნაკლებად აუშლიდნენ ნერვებს პოლიტიკიდან წავედიო რომ თქვა იმ კაცსაც და შესაბამისად მთელ ხელისუფლებასაც.
მიზანი თუ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი სისულელე ვალაპარაკოთ ხელისუფლებას ჯავრიან გულზე, მაშინ ჰო, მაგრამ საქმეც ისაა, რომ რამდენჯერაც არ უნდა “გააშიშვლო რეჟიმი”, ანუ რამდენჯერაც არ უნდა ააგდო ეს ფინთი გოიმები და რამდენი სლეობაც არ უნდა დააცდევინო ან ჩაადენინო, მაინც არ გამოიძერწება მათგან იმ ყბადაღებული ცხრაწელის გადამფარავი სისხლისმსმელი რეჟიმი და შეეცილე თუ გინდა”- წერს დავით ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...