დავით ზილფიმიანმა და ფრიდონ ინჯიამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს. სადაც გენ. პროკურორი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობას ითხოვდა.

“აიპრესთან” დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა მისთვის საკმარისი არ  არის იმისთვის, რომ კოლეგა საპატიმროში გაუშვას.

“დღეს მოთხოვნა არის არა იმაზე, ნიკა მელია რაზეც არის ინკრიმირებული, ანუ პარლამენტში უკანონო შეჭრაზე, არამედ იმაზე, რომ გირაოს თანხა ნაწილობრივ არ არის გადახდილი. ეს იმდენად მსუბუქი მიზეზია, იმასთან შედარებით, რაზედაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ეს მიზეზით ჩვენთვის საკმარისი არ არის, რომ ნიკა მელიასთავის გირაოს პატიმრობის შეცვლას მხარი დავუჭიროთ”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა “აიპრესთან”.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას,

ცნობისთვის,  პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...