დავით ზილფიმიანი: უგულავას ხელში სანთელი უნდა ეჭიროს და “ოცნების” ოფისს დღეში 3-ჯერ წრეს არტყამდეს ეკლესიასავით

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას თუ სურს რაიმე კომპრომისზე წასვლა, უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცევა ჩვენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები.

თავის საპარლამენტო გამოსვლაში მან წინა ხელისუფლების პერიოდი და გიგი უგულავას მერობა გაიხსენა:

“აგერ წარმატებული მერი (საუბრობს გიგი უგულავაზე), რომელიც კურდღელივით გაიქვა დარბევის დროს, მთელს ქალაქში არბევენ მეთქი ვეუბნები ტელევიზიას და დაიმალა, გაიქცა. 48 მილიონი მოიპარა და ბატონო კახიშვილის გარემონტებულ ციხეში 14 თვე აკმარეს და მორჩა?

ნებისმიერ მოქალაქეს კითხეთ საქართველოში, რამდენი დაჯდება 14 თვე ციხეში 48 მილიონად! და ხელში სანთელი უნდა ეჭიროს და “ოცნების” ოფისს დღეში სამჯერ წრეს უნდა არტყამდეს ეკლესიასავით. არა, იქნება მეშლება და გამცეს აბა პასუხი!” – განაცხადა დავით ზილფიმიანმა,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად