დავით ზილფიმიანი: საქართველოსკენ საფრთხე მოდის როგორც გარე, ისე შიდა მტრებისგან – შიდა მტრები იმართებიან სააკაშვილის მხრიდან

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზილფიმიანის განცხადებით, პარლამენტის გარეთ პოლიტიკური ძალები არა ბოიკოტს, არამედ საბოტაჟს ეწევიან და იმართებიან გარე ძალების მიერ.

„ჩვენს ქვეყანაში, რუსეთის მხრიდან, ისევ ხორციელდება ბორდერიზაცია, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში. თქვენთვის ასევე ცნობილია, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი. მე და ბატონი ლევან იოსელიანი, პარლამენტში, ოპოზიციურ გუნდს წარმოვადგენთ, თუმცა, ე.წ. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ჯერ კიდევ, პარლამენტის გარეთ არის დარჩენილი. ისინი აგრძელებენ ე.წ. ბოიკოტს და მე ამას ვუწოდებ, არა პოლიტიკურ ბოიკოტს, არამედ საბოტაჟს.
მინდა გითხრათ, რომ საქართველოსკენ საფრთხე მოდის როგორც გარე, ისე შიდა მტრებისგან. შიდა მტრები იმართებიან გარე ძალებისგან, პირდაპირ ვიტყვი, სააკაშვილის მხრიდან. არსებობს კიდევ მტრების მხრიდან გაჟღერებული იდეა, რომ საქართველო შეიძლება მოექცეს ფინანსური სანქციების ქვეშ. ნახეთ, როგორ აღიქვამს ამას ე.წ. ოპოზიცია? ისინი ამას ზეიმობენ, როგორც მათ პერსონალურ გამარჯვებას და ამ შესაძლო სანქციების დაწესების გამო, ბედნიერები არიან. ამ ქმედებას კი რუსეთი ოსტატურად იყენებს საქართველოზე ზეწოლაში. ეს ასე ხდებოდა ადრე და ასეა ახლაც. ასეთი მოვლენების განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ წაახალისებს რუსეთის აგრესიას. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები კი, უფრო ფრთხილად და სათუთად ეპყრობიან ამ საკითხს“, – წერს დავით ზილფიმიანი სოციალურ ქსელში Facebook.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...