დავით ზილფიმიანი: პარლამენტში განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს

მე-10 მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატებს “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული 4 წევრი უერთდება.

დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქანაძე, უარს არ ამბობს დეპუტატობაზე. ასევე, “პატრიოტთა ალიანსის” შემომწირველი და ცესკო-ში წარდგენილი სიის №4 ავთო ენუქიძე არ ამბობს უარს პარლამენტში შესვლაზე.

კომპანია ”დიჯითალ ტვ”-ს დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი ჟურნალისტებთან პარლამენტში შესვლის მიზეზს ასე განმარტავს. “არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე. ცოტანი იქნებიან თუ ბევრნი, განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს პარლამენტში. ჩვენ ინდივიდები ვართ და ასე ჩვენი ლიდერები არ ეპყრობიან თავიანთ წევრებს. მათ მე მკითხეს აზრი, არ მისულან და სია არ ჩაუხსნიათ. ვინც ჩახსნის სურვილი გამოთქვა ასეც გააკეთეს და ვინც ჩემსავით თქვა, რომ პარლამენტში ყოფნა აუცილებლად მიაჩნიათ, ისინი შევლენ”.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...