დავით ზალკალიანი: ველით საქართველოში სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს

“ველით საქართველოში სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რეგიონული უსაფრთხოების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ჩვენი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით,” -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში Twitter-ის პირად გვერდზე ეხმაურება.

 

შეგახსენებთ 2020 წლის 17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკო პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიდო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად