დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები. შეხვედრაზე გაიცვალა შესაბამისი ინფორმაცია და მონაცემები, დაისახა განხილული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შემდგომი გეგმები.

აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განსახილველ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი საკონსულო სფეროებში შემდგომ კოორდინაციას.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველსო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად