დავით ზალკალიანი: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

“დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზეც კომენტარი არაერთხელ გაკეთებულა. საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელია სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის, ანუ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე.
რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობებს, ასეთ ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სადაც ამ მიმართულებით კონკრეტული, მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენებაც”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად