დავით ზალკალიანი: პუტინის გადაწყვეტილება ცალსახად სწორი იყო და მხოლოდ შეიძლება მივესალმოთ

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.

“ჩვენ ძალიან გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომელმაც შემდეგ სიტუაციის გამძაფრება და ესკალაცია გამოიწვია, იყო კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები იყო აბსოლუტურად მკაფიო. ბუნებრივია ამას შემდეგ მოჰყვა გართულება, რუსეთის დუმის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მაგრამ ის, რაც მე თქვენგან მოვისმინე, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეს ცალსახად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ამას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმო. ამ პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო განცხადებებს, რასაც მოჰყვა სიტუაციის გამწვავება და რომლის მიზანიც სწორედ სიტუაციის დესტაბილიზაცია, ესკალაცია და იმ მძიმე ფონის შექმნა იყო, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ეკონომიკურ განვითარებას. არავითარ შემთხვევაში ამის დაშვება არ შეიძლებოდა. ის გადაწყვეტილება, რომელიც მე თქვენი ეთერიდან მოვისმინე ცალსახად სწორი გადაწყვეტილება იყო და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მივესალმოთ ამას”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო სანქციებს არ დააწესებდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...