დავით ზალკალიანი: მოვუწოდებ ოპონენტებს, მამიკინსთან მიმართებაში ჩამოყალიბდნენ

"მე მინდა ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო, ჩამოყალიბდნენ მამიკინსთან მიმართებაში“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის რეზოლუციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. 

„როდესაც მამიკინსი მათთვის ხელსაყრელ განცადებას აკეთებს -მისაღებია, როცა არ აკეთებს მათთვის ხელსაყრელ განცხადებას, მათთვის არ არის მისაღები“, – დასძენს დავით ზალკალიანი.

მისი თქმით, ევროპარლამენტის შეფასება ძალიან ობიექტურია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს ასახავს.
„ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტარების მხარდაჭერა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ოპონენტების მხრიდან არასერიოზულია ბრალდებები, რომ ეს არის თითქოსდა სუსტი რეზოლუცია. სამწიხაროდ ხდება საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მათთვის მთავარია, რომ ამ პროცესიდან მიიღონ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი და რაც შეიძლება ნაკლები სარგებელი მიიღოს ქვეყანამ, ამიტომ საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, ობიექტურად აფასებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად