დავით ზალკალიანი: ის, რომ საქართველოს შესაძლოა გამოყოფილი 132 მლნ დოლარამდე თანხიდან, ნაწილის ათვისება შეეზღუდოს, არის ტყუილი!

„ის რომ საქართველოს შესაძლოა აშშ-ის მიერ გამოყოფილი 132 მილიონ დოლარამდე თანხიდან ნაწილის ათვისება შეეზღუდოს, ეს არის არასწორი ინფორმაცია – ტყუილი!“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია – ტყუილი! კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი ჰონდა 2 დღის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდნენ რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს. კარგად წაიკითხეთ. იყო მცდელობა რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა და არის რტეპორში, ის დებულებები რაზეც არის საუბარი. ამიტომ, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რაც სხვადასხვა მედიაში გავრცელდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა დაარეგისტრირა სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებები. რომლის მიხედვით შესაძლოა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციით, საქართველოსთვის 132 მილიონამდე დოლარის დახმარებიდან 15% არ გაიცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად