დავით ზალკალიანი: დროა, აშშ-სა და ირანს შორის ვითარების დეესკალაცია დიპლომატიური გზით მოგვარდეს

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.

“ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა,  ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე პროვოკაციული თავდასხმა. აშშ-ს ლეგიტიმური უფლება აქვს, საკუთარი მოქალაქეები დაიცვას. მოვიდა დიპლომატიის დრო და დიპლომატიური გზით შემცირდეს დაძაბულობა”  – წერს დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

შეგახსენებთ, ამერიკელი სამხედროების მიერ კასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter- ზე აშშ-ს დროშის გამოსახულება გამოაქვეყნა.

პარალელურად, პარასკევის ლოცვების შემდეგ, ირანელები ქუჩებში იკრიბებიან, რათა ისლამურ რევოლუციონერთა კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის მოკლულ მეთაურს, კასემ სულეიმანს პატივი მიაგონ.

ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, გენერალი კასემ სულეიმანი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმისას ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია “აშშ-ს მიერ საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებაა”.

ასევე, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი პირობას დებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია შურისძიების გარეშე არ დარჩება. მან ბრიგადის გენერალი ისმაილ ქაანი ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეციალური ძალების ახალ მეთაურად დანიშნა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად