დავით ზალკალიანი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი დიასპორა, ძლიერი ქართული კულტურულ – საგანმანათლებლო კერებით საზღვარგარეთ

“ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი დიასპორა, ძლიერი ქართული კულტურულ – საგანმანათლებლო კერებით საზღვარგარეთ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის განვითარებასა და საქართველოს ინტერესების გატარების პროცესში,” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და მიმდინარე წელს საგარეო უწყების მიერ ამ კუთხით გადაგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნო 2021 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან ერთად უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

“გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, 2021 წელს, დასრულდა „ლევილის ქართულ – ფრანგული კულტურული ცენტრისა და ქართული აკადემიის” სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის, კერძოდ, ე.წ. მცირე – „ორანჟერიის პროექტის“ – განხორციელება, რაც

ითვალისწინებდა ლევილის მამულში ორანჟერიის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას და საკომუნიკაციო სისტემის გაყვანას,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ 2021 წლის ივლისის თვიდან ლევილის მამული მართვაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაეცა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს წარმატებით განხორციელდა არსებული დიასპორული პროგრამები, კერძოდ კი, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“, პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. 2021 წელს დაიწყო ახალი საგრანტო პროგრამის – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ახალი საგრანტო პროგრამის განხორციელება.

“წარმატებით მიმდინარეობს საბერძნეთის საჯარო სკოლებში სპეციალურად მათთვის შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა, რომლის ანალოგიით, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა დაიგეგმოს მსგავსი პროგრამის დანერგვა საბერძნეთის და ევროპის სხვა ქალაქებშიც; ასევე, დასრულების პროცესშია თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შესასწავლად განკუთვნილი მეშვიდე-მერვე კლასების სახელმძღვანელოების მომზადება.

მიუხედავად მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა, ხსენებულ პერიოდში, საზღვარგარეთ ამოქმედდა 11 ახალი საკვირაო სკოლა. მათგან 4 სკოლის ამოქმედება მოხდა სამინისტროს მიერ განხორციელებული „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,” – განმარტა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ ახალი ქართული კულტურული კერების დაფუძნებისა და დიასპორის წარმომადგენლების ქვეყნის განვითარების პროცესში მეტი

ჩართულობის მნიშვნელობაზე.

კომენტარები
იტვირთება...