დავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს ევროსაბჭოს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა

“საქართველოს ევროპული გზა” – ბათუმში მიმდინარე მე-10 საერთაშორისო კონფერენცი დასკვნით ეტაპზეა. ევროპული საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ორი დღის განმავლობაში მედიის საშუალებით საქართველოს მიმართ მტკიცა მხარჭერა გამოხატეს. ღონისძიების ორგანიზატორი საგარეო საქმეთა სამინისტროა.

მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით კონფერენციამ კიდევ უფრო დაახლოვა საქარყველო ევროინტეგრაციის გზაზე:

“მე ვფიქრობ რომ კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო და მაშტაბური კონფერენცია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონფერენცია არც კი გვქონია არასდროს, გამომდინარე სტუმრების მაღალი დონის წარმომადგენლობის თვალსაზრისით, ასევე შინაარსიდან გამომდინარე. ის გზვანილები, რომლებიც გაჟღერდა იყო უაღრესად მხარდამჭერი საქართველოს და იმის საფუძველს მაძლევს მე, რომ ჩვენ ევროპულ პარტნიორებს ძალიან ზუსტი აღქმა აქვს იმ პროცესებისა რა პროცესებიც საქართველოში მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს მათი ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ, იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ოჯხში,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კონფერენცია გუშინ საქართველოს პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...