დავით ზალკალიანი: “ჩვენ ერთად ვართ! დიდება საფრანგეთს! დიდება ერთობას და მეგობრობას!”

ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის გამოსახატად, თბილისის ანძა საფრანგეთის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.

აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“მხარდაჭერისა და სოლიდარობის გარეშე, ვერ იქნება გამარჯვება, განვითარება და მომავალი. ჩვენ ერთად ვართ! დიდება საფრანგეთს! დიდება ერთობას და მეგობრობას!- წერს ზალკალიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად