დავით ზალკალიანი ბანგლადეშის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა

20.03.2019 ბუენოს-აირესი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ბანგლადეშის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან აბულ ჰასან მაჰმუდ ალისთან. მინისტრებმა მომოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და ბანგლადეშის თანამშრომლობა. საუბარი შეეხო აგრეთვე გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგზე, იმსაერთაშორისო აღიარებაზე, რაც ქვეყანას აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. აღინიშნა საქართველოსგეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობა  აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ხაზზე, მინისტრმა კოლეგას გააცნო ამმიმართულებით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დასაახლოებლად და ხალხთაშორისი კონტაქტების გასააქტიურებლად. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაციამიაწოდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ბანგლადეშის მხარეს წარუდგინა გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) პრეზიდენტობისსაქართველოს კანდიდატი დავით კირვალიძე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა დავით კირვალიძის პროფესიონალიზმს დამრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული პროგრამული პრიორიტეტები, რაც ემსახურება ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდას და მისისაქმიანობის კონცენტრირებას წევრი ქვეყნების საჭიროებებზე. დავით კირვალიძემ ბანგლადეშის მხარეს მოკლედ გააცნო მსოფლიო სურსათისორგანიზაციის განვითარების და საქმიანობის ხედვები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინას სტუმრობს, სადაც მონაწილეობს ბუენოს-აირესში მიმდინარე გაეროსმარალი დონის კონფერენციაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...