დავით ზალკალიანი: ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება საქართველოში ისრაელის ელჩის რან გიდორის განცხადებას, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი სასულიერო პირების ანტისემიტური შინაარსის ქადაგებებს ეხებოდა. ამის შესახებ დავით ზალკალიანი თავის Twitter-ზე წერს.

“ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა”, – წერს დავით ზალკალიანი.

როგორც ისრაელის ელჩი აღნიშნავს, “ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად