დავით ზალკალიანი: ამ ეტაპზე, იტალიიდან ფრენების შეზღუდვას არ განვიხილავთ

“ამ მომენტში, ჩვენ არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას,”- ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა სახელმწიფო უწყება კოორდინირებულად მუშაობს.

“ყველა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ვირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია. ჩვენ ვართ არა მხოლოდ შიდა უწყებრივ კოორდინაციაში ჩართული, არამედ ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციას ასრულებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე ვარ მუდმივ კონტაქტზე სამეზობლო რეგიონში ჩვენს კოლეგებთან. ამ მომენტში, ჩვენ არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად