A1 ბანერი

დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის ავტომობილების ხარჯებს პარლამენტი დაფარავს

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებს დავით უსუფაშვილს და დავით ბაქრაძეს 2020 წლამდე დაცვა შეუნარჩუნდებათ. ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დავით ბაქრაძის და დავით უსუფაშვილის ავტომობილებთან დაკავშირებულ ხარჯებს კი, პარლამენტი გაიღებს.

“გარდამავალი დებულებით 2020 წლამდე შევუნარჩუნებთ დაცვას. ავტომობილთან დაკავშირებულ ხარჯებს პარლამენტი გაიღებს, დაცვის ხარჯებს- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. 2020 წლიდან იგივე მიდგომა იქნება, როგორც არის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის შემთხვევაში”,- განაცხადა ჩუბინიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...