დავით უსუფაშვილი: “თავისუფალ დემოკრატებთან” ვალში ვართ

ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ჩემი და “შენების მოძრაობის” პოზიცია ცნობილი იყო კოლეგებისთვის. ვთვლიდით, რომ თუ ქალბატონი ანა დოლიძე საბოლოოდ გადაწყვეტდა კენჭისყრაში მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი, უპრიანი იქნებოდა მის გარშემო გაერთიანება. ვინაიდან პარლამენტშიც დინამიკას შეიტანდა. ეს კიდევ უფრო სერიოზულ დატვირთვას შეიტანდა. დღეს გაირკვა, რომ ანა დოლიძე არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, აპირებს აქტიურ ცხოვრებას იუსტიციის საბჭოს ფორმატში და არა მხოლოდ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით. ვხვედავ საინტერესო კანდიდატებს.

შალვა შავგულიძე  ეს ის ადამიანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ მე მიჭერდა მხარს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო მასაც და ყველა “თავისუფალ დემოკრატსაც”. მეც პირადად და ჩემი კოლეგებიც შენების მოძრაობიდან ვალში ვართ “თავისუფალ დემოკრატებთან”. ამ პროცესს ღირსეულად გავუძღვებით. მაგრამ ჯერ არ ვიცი, საბოლოოდ რას ვიზამთ. სხვა კანდიდატების გამოვლენასაც დაველოდებით და საჯაროდ გამოვახატავთ პოზიციას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...