დავით უსუფაშვილი: შეუძლებელია ტელევიზიის თემა ხალვაშისთვის #1 თემა ყოფილიყო

ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“შეუძლებელია ტელევიზიის თემა ხალვაშისთვის ყოფილიყო ნომერი პირველი თემა. იმიტომ, რომ სააკაშვილის მიერ მისთვის წართმეული სხვა ქონებების საკითხის ბედი 2016 წლის ბოლოს მდგომარეობით ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. ანუ “რუსთავი 2″-ის თემაში თუ სააკაშვილი და სხვები უშლიდნენ ხელს, იქ ვიღა უშლიდა ხელს?!

დავალმა და აქიმიძემ თქვეს, რომ მათსა და ტელევიზიას შორის ვინც დგას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. შემიძლია ასე ვთქვა, რომ დვალი სხვებზე არანაკლებ იცნობს ბიძინა ივანიშვილს და თუ რამეს ამბობს, ე.ი. აქვს საფუძველი. დვალი თუ ამაზე საუბრობს, ე. ი. საფუძველი აქვს. ეს ადამიანები ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები არ არიან”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად