დავით უსუფაშვილი: საქართველო დღეს ბეწვის ხიდზე გვყავს გასატარებელი

“რაც არ უნდა დამგმოს მე ოპონენტების მეორე მხარემ, მე არ მჯერა რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის აგენტი”,-ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა, სადაც ის ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“რაც არ უნდა დამგმოს მე ოპონენტების მეორე მხარემ, მე არ მჯერა რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის აგენტი, აკეთებს მის საქმეს შეგნებულად, საქართველოს მიყავს დაჩოქილი კრემლისკენ. ეს არ არის მისი ზრახვა და ინტერესი.

მაგრამ, შედეგი იმ პოლიტიკის, რაც ტარდება ქვეყანაში, სამწუხაროდ, აქეთ მიექანება. ამიტომ, დღეს ჩვენ საქართველო ბეწვის ხიდზე გვყავს გასატარებელი. არამარტო საკუთარი ხელისუფლების, ხშირ შემთხვევაში უნიათობის გამო, არამხოლოდ იმის გამო რომ ამ 2 ეპიზოდში გიორგი გაბუნიასი და გავრილოვის, ორივე დროს ხელისუფლება მოიქცა არასწორად.

გავრილოვის ეპიზოდში, შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის, იმდენად მკაცრი პოზიციები დაიკავეს გავრილოვის წინააღმდეგ, გეგონება მთავრობის მოწვევით არ იყო ჩამოსული, დახვედრა არ იყო, შეთანხმება არ იყო. პარლამენტში გეგონება ძალით შეიჭრა და კორდონი გაარღვია. გავრილოვს ოპოზიციაზე მეტი სიმწვავით შეეხმიანენ და წაიყვანეთ უკანო, ამან გადარია კრემლი და პუტინი, სწორედ გადარია, ნებისმიერ ქვეყანა გადაირეოდა”,-განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...