დავით უსუფაშვილი: “რუსთავი 2” დადის “ქართული ოცნების” ჭკუაზე

"მე ასევე აღშფოთებული ვარ და მინდა, რუსთავი 2-მა თავისი ეთერით საზოგადოებას ამცნოს, რომ ამ შემთხვევაში რუსთავი2 დადის “ქართული ოცნების“ ჭკუაზე",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გადაცემა "არჩევანში" დებატების ჩაშლას. 

„ჩემთვის ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელი ერთის მხრივ პარტია “ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების მხრიდან, რომლებიც თავს არიდებენ დებატებს ყველგან.

მინდა შეგახსენოთ, რომ არც “ქართული ოცნება“, არც “ნაციონალური მოძრაობა“ და არც ორი-სამი სხვა პარტია არ მობრძანდნენ არც საზოგადოებრივ არხზე დაგეგმილ დებატებზე. და ისიც არ იკადრეს, აეხსნათ საზოგადოებისთვის, რატომ. პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დებატებს გაურბის, ის უარს ამბობს პოლიტიკურ ლიდერობასა და ქვეყნის მართვაზე. დებატები არ არის უფლება. არჩევნების წინ დებატებში მონაწილეობა არის პოლიტიკოსების ვალდებულება.

მე ასევე აღშფოთებული ვარ და მინდა, რუსთავი 2-მა თავისი ეთერით საზოგადოებას ამცნოს, რომ ამ შემთხვევაში რუსთავი2 დადის “ქართული ოცნების“ ჭკუაზე. ანუ, თუ ისინი არ მოვლენ, დანარჩენი პარტიების დებატები საზოგადოებას არ აინტერესებს?! არ მოვლენ-დატოვეთ ცარიელი მათი ტრიბუნა და დანარჩენ პარტიებს მოგვეცით საშუალება გავარკვიოთ ჩვენი ხედვები. მედია ნუ იქცევით პოლიტიკური მხარედ. თუ ვინმე არ მოდის, ნუ მოვა, დატოვეთ სკამი ცარიელი, როგორც ეს გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად