დავით უსუფაშვილი: რუსეთს ვერ ვატყობთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას აპირებს

„საქართველოზე რუსეთის აშკარა ზეწოლა შემცირდა, რადგან ის სხვაგან, უკრაინასა თუ სირიაში, გაიზარდა, მაგრამ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ პოლიტიკაში რაიმე ცვლილების დანახვა რთულია. მათ სტრატეგიულ მიმართულებებში და მიზნებში თითქმის არაფერი შეცვლილა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილმა Defence Matters-სთან(ლატვია) განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთთან დაძაბულობის შემცირება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა. 

„მიუხედავად ამისა, ოკუპაცია ძალაშია, საფრთხე ისევ არსებობს. რუსეთს ვერ ვატყობთ, რომ ის აპირებს, დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს მსგავსად აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ აღარ გვსურს ახალი ომი ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გვინდა ვიყოთ პრობლემების მოგვარების პროცესის ნაწილი და არა მათი წარმოშობის მიზეზი“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...