დავით უსუფაშვილი: პუტინის მრჩეველი რომ ვიყო, ვეტყოდი ხელი შეეწყო, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთს პუტინური ეძახოს

პუტინის მრჩეველი რომ ვიყო, ვეტყოდი ხელი შეეწყო, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთს პუტინური ეძახოს, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ის, რომ რუსეთი ცდილობს ჩარევას არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების არჩევნებშიც, ეს არის მოცემულობა. ეს ახალი არაფერი არ არის, თუ შევხედავთ საბჭოთა კავშირის წარსულს და ტრადიციებს. პუტინის რუსეთი აგრძელებს იმ პოლიტიკას, როდესაც მსოფლიოს ყველა წერტილში, სადაც კი ხელი მიუწვდება, ის იქ არის ჩართული. ამისთვის იყენებს მედიასაშუალებებს, ინგლისურენოვან ტელევიზიებს, რომელიც ევროპაში უკვე საკმაოდ ყურებადი არხებია. ეს ყველაფერი როცა ხდება, ამის გამო არ უნდა მივეცეთ ვაი-ვიშს და უშველებელს, რომ ვაიმე რუსეთი ჩაერევა. რაც მეტად ვიყვირებთ, მით მეტად გავაღვივებთ ამას.

მე რომ პუტინის მრჩეველი ვიყო, ვეტყოდი, რომ ზუსტად ეს გაეკეთებინა და ამისთვის შეეწყო ხელი, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთს ეძახოს, ვინ უფრო მეტადაა პუტინურია, პუტინის აგენტი, პუტინის გავლენის ქვეშ მოქცეული და ა. შ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად