დავით უსუფაშვილი პროკურატურის კანონპროექტზე: არცერთი კანონია ბოლომდე სრულყოფილი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, ბოლომდე სრულყოფილი არცერთი კანონია და მისი გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება.

"პროკურატურის კანონში შეტანილ ცვლილებებზე, თუ მაშინ ჯერ კიდევ შესატან ცვლილებებზე იყო ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა ყველა სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, პარლამენტის კომიტეტებში, მათ შორის ვენეციის კომისიაში, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით დ პარლამენტმა მიიღო რისი მიღებაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი და იყო საჭირო და აუცილებელი. 

არც ერთი კანონი არ არის ბოლომდე სრულყოფილი და შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ მორჩა და მისი გაუმჯობესება შეუძლებელია, მე არ ვიცი, თუ რამე იდეები ხვალ და ზეგ იქნება სხვადასხვა მხრიდან, ისევე ყურადღებით განვიხილავთ, როგორც ვიხილავდით. რაც შეეხება არსებულ მოდელს, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ იმ რეალობიდან, საიდანაც ჩვენ მოვდივართ ამ უწყებასთან დაკავშირებით და მე მგონი ნაბიჯები იდგმება წინ სწორი მიმართულებით. თუ იქნება აუცილებლობა და დასაბუთება იმისა, რომ კიდევ მეტი ნაბიჯებია საჭირო, ამასაც განვიხილავთ.

პირველ რიგში, მე ვხედავ, რომ პროკურატურის სისტემაში ცვლილებების საჭიროება გააზრებულია, პრაქტიკულად, ყველას მხრიდან, ვინც ამ პროცესში ამ წუთამდე მონაწილეობდა. იმიტომ, რომ შეგახსენებთ, რომ მოქმედი მთავარი პროკურორი არ არის მონაწილე ამ პროცესის თავისი სურვილითაც, როგორც ჩანს, სხვების შეხედულებითაც. ეს იქნებოდა ის ხალხი, ვინც ასახელებდნენ კანდიდატებს და მერე არჩევდნენ კანდიდატებს. ასე რომ, პროკურატურის სისტემაში უკეთესობისკენ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას იზიარებს ყველა და ხელმძღვანელის შეცვლა, ამ ძველი ხელმძღვანელის აღარ მონაწილეობა ამ პროცესში ამაზე მიუთითებს, რომ რაღაც სხვა სიახლეებია საჭირო და ეს ბევრ უწყებას სჭირდება ასე. პარლამენტიც, იმედია, უკეთესი იქნება ერთი წლის შემდეგ და ყველა სხვა. ასე, რომ დანარჩენ საკითხებზე მე მაშინ მოგახსენებთ, როდესაც პარლამენტში იქნება ამაზე განხილვა. 

ის სისტემა და მექანიზმი, რომელიც კანონშია ჩადებული, ყველა დაწესებულებას ორგანოს რაღაც ეტაპზე თავის დატვირთვას, ფუნქციას აძლევს. საკითხი მოვიდა პარლამენტამდე. ჯერ ოფიციალურად გადაცემული არ არის ეს შესაბამისი ქვეუწყებებისთვის და პარლამენტი ჩამოყალიბდება ამ ყველაფერზე. პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი და პარლამენტის თითოეული წევრი, როგორც ინდივიდი. მე ახლა , ამ წუთში ყველაფრისგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ პროცესი მიმდინარეობს და მე მგონი, არ არის სწორი მე დავასწრო მოვლენებს და პირველმა ვილაპარაკო იმის თაობაზე, პარლამენტში რა და როგორ მოხდება ამ თემაზე. ჩვენ განვიხილავთ დადგენილი პროცედურებით, ვუყრით კენჭს წარმოდგენილ კანდიდატურას. მოგეხსენებათ, კენჭისყრა ფარულია ამ შემთხვევაში, ამასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ და პატივი ვცეთ თავისთავად ამ ინსტრუმენტს და ამ ინსტიტუტს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...