დავით უსუფაშვილი “ოცნებაზე”: რაც მეტი ჩავლენ ვაშინგტონში, მით მეტად მოიჭრიან თავს

“კრიტიკის ნიაღვარი უმრავლესობის დელეგაციის საქართველოში დაბრუნებას მოყვა. ანუ მათმა პასუხებმა და არგუმენტებმა გადარია კონგრესმენები”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ბოლო წვეთი პროპორციული არჩევნების უკან წაღებასთან ერთად.

“მეშლება თუ მართლა ასე იყო, რომ კრიტიკული წერილების ნიაღვარი ვაშინგტონიდან წამოვიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა უმრავლესობის დელეგაცია?! პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მოქმედი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და სხვები. წამოსულები არ იყნენ ვაშინგტონიდან, რომ ამ კრიტიკული წერილების ნიაღვარი მოყვათ. ანუ მათმა პასუხებმა და არგუმენტებმა გადარია კონგრესმენები. ამანაც, ეს იყო ბოლო წვეთი პროპორციული არჩევნების უკან წაღებასთან ერთად. ასე, რომ თუ თებერვალში წავლენ ვაშინგტონში და შემოივლიან იმ ოთახებს, ძალიანაც კარგი. ოპოზიციას აღარ ექნება საჭიროება, რომ ჩავიდეს ვაშინგტონში, ჩვენ საარჩევნო კამპანიით ვართ დაკავებული და გავაგრძელებთ ამას “ლელოც” და სხვებიც. იმიტომ, რომ მთავრობა საკუთარ თავს ყველაზე უკეთ იჭრის, რაც მეტი ჩავლენ ვაშინგტონში, მით მეტად მოიჭრიან თავს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად