დავით უსუფაშვილი: ოკუპირებელი ქვეყანა საქართველო რუსეთთან მიმართებით სუპერ ერთიანობას საჭიროებს

ოკუპირებელი ქვეყანა საქართველო რუსეთთან მიმართებით სუპერ ერთიანობას საჭიროებს, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პუტინს მარტივი ფორმულა აქვს – რაც მეტად იქნება მოწინააღმდეგის შიგნით არევ-დარევა, მით უფრო ექნება ხელ-ფეხი გახსნილი.

კითხვაზე, იმის თქმა უნდა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს? – დავით უსუფაშვილი პასუხობს:

“ამ ნაწილში, როდესაც ქვეყანაში მთავარ თემად ისევ იკვეთება საკითხი იმის შესახებ, რომ ვინ უფრო პუტინისტია და ვინ უფრო ნატოისტი. როცა ეს არის ძირითადი თემა. ამ თემას განვიხილავთ არა როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას – პოლიტიკის ნაწილს, არამედ იმ თემად, რომელშიც უნდა გავავლოთ ზღვარი და ერთი მხარე მეორეს ეუბნება, რომ ამიტომ და ამიტომ თქვენ მტრები ხართ და მეორე პასუხობს, რომ ამიტომ და ამიტომ თქვენ ხართ მტრები. ეს მარტივი ფორმულაა, რაც მეტად იქნება მოწინააღმდეგის შიგნით არევ-დარევა, მე ვიქნები გაცილებით ხელ-ფეხ გახსნილი და მეტი საშუალება მექნება.

ოკუპირებელი ქვეყანა საქართველო სუპერ ერთიანობას საჭიროებს სწორედ რუსეთთან მიმართებაში, სწორედ საგარეო პოლიტიკაში, ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებში. ეს ვერ მოახერხა ვერც წინა ხელისუფლებამ და ვერ მოახერხა ვერც ამ ხელისუფლებამ. ამის ნაცვლად ამ წიოკის ერთ-ერთ თემატიკად არის ნაქცევი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად