დავით უსუფაშვილი: მთავრობა სერიოზულ შეცდომებს უშვებს რუსეთთან ურთიერთობაში

ამის შესახებ, “შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა კავაკსიის ეთერში, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობაში სერიოზულ შეცდომაში უშვებს, ისევე როგორც დასავლეთთან ურთიერთობის შენელებაში.

“ხელისუფლება სერიოზულ შეცდომებს უშვებს პირველი, რუსეთთან ურთიერთობაში და მეორე, დასავლეთთან ურთიერთობის შენელებაში. ეს არის სერიოზული შეცდომა საძალაუფლო მიზნებიდან გამომდინარე. როგორმე მეტი ამომრჩეველი აქ დამრჩა და იქნებ ეს ხალხი ჩემთან წავიყვანო, სხვასთან სალაპარაკო არ მქვს, 20 ივნისის ღამესც ეს იყო.

დიახ, სერიოზული საფრთხეა, ძალაუფლების შენარჩუნებას ანაცვალოს ისეთი თემები, რომელიც საბოლოოდ, მძიმე გამოსასწორებელი შეიძლება გახდეს რუსეთთან თუ დასავლეთთან ურთიერთობაში”,-განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...