დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პრემიერმინისტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პრემიერმინისტრს, მილო დუკანოვიჩს შეხვდნენ. ორმხრიც შეხვედრაზე მონტენეგროს პრემიერმინისტრმა ქვეყანაში არსებული ვითარებაზე, სამომავლო გეგმებზე, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული პერსპექტივები გააცნო.

პრემიერმინისტრის თქმით, მონტენეგროს პოზიცია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით არის და მომავალშიც იქნება მტკიცე და ურყევი. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა:

"საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში არის ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი. ჩვენ აქ მივაღწიეთ ურთიერთგაგებას, პრაქტიკულად, ყველა საკითხში. ჩვენ გვქონდა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებთან, მონტენეგროს პრემიერმინისტრთან და კიდევ ერთხელ გამოვკვეთეთ ის, რომ საქართველო და მონტენეგრო არიან სტრატეგიული პარტნიორები პრაქტიკულად ყველა ძირითად საკითხში“. 

მისივე თქმით, საქართველო და მონტენეგრო ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული და ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობა ესაჭიროებათ. „მონტენეგრო თანამშრომლობს ევროკავშირთან ძალიან ინტენსიურად და ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში გვჭირდება მათთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად