დავით უსუფაშვილი მარგველაშვილზე: ჩვენს ურთიერთობაში არაფერს გამოვრიცხავ

“ამ წუთის მდგომარეობაში, ჩვენს ურთიერთობაში არაფერს გამოვრიცხავ”, – ამის შესახებ, “ლელოს“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მარგველაშვილთან ურთიერთობაში არაფერია გამორიცხული.

„თუ თანამშრომლობაში (მარგველაშვილთან) ჩავთვლით, არჩევნებში ერთად მივდივართ თუ არა – ეს ასე არ არის. ვართ თუ არა სისტემურ აზრთა ურთიერთგაცვლაზე, ვფიქრობთ და ვაანალიზებთ საკითხებს ერთად საქართველოს მომავალზე, პოლიტიკურ ვითარებაზე, ყველაფერ იმაზე, რითაცც პოლიტიკური გუნდია დაკავებული, ინტელექტუალური შრომის ნაწილში, ვართ თანამშრომლები. პარტიული საარჩევნო შრომის ნაწილში, თანამშრომლები არ ვართ”.- ამბობს უსუფაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად