დავით უსუფაშვილი: მარგველაშვილთან კონსულტაციები არ გვაქვს, თანამოაზრეთა წრეში ვმსჯელობთ

კონსულტაციები არასწორი ტერმინია, იმიტომ რომ კონსულტაციებს მართავენ მხარეები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ და იქნებ დაახლოვონ. ჩვენ თანამოაზრეთა წრეში ვმსჯელობთ საჯარო პოლიტიკურ, საქვეყნო საქმეებზე, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ კიდევ ხომ არ გქონიათ მეოთხე პრეზიდენტთან კონსულტაცია „ლელოს“ და უახლოეს პერიოდში თქვენ გუნდთან შემოერთებას ხომ არ უნდა ველოდოთ?

_ მე ამ პროცესს, ჩემი და გიორგის ურთიერთობებს თუ „ლელოს“ და გიორგის ურთიერთობებს კონსულტაციებს არ დავარქმევდი. საკონსულტაციო ჩვენ მაინცდამაინც ბევრი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაქვს მსჯელობა იმ თემებზე რაზეც ვისაუბრეთ. ასეთი თემები მსჯელობის საგანია ხოლმე, რომ რა ხდება ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შემოგარენში თუ მსოფლიოში, საპარლამენტი არჩევნების კონტექსტში ვსმსჯელობთ, ჩვენი ქვეყნის სისტემის ისტორიულ განვითარებაზე, რა ტიპის ხელისუფლება სჭირდება ქვეყანას, რომ ეს პოლარიზიებული და მტრული გარემო დაიძლიოს და ა. შ.

_ კონკრეტულად იმ საკითხებზეც მსჯელობთ? როგორ და რა ფორმებით შეიძლება გამოვიდეს ქვეყანა ჩაკეტილი წრიდან და როგორ უნდა იყოს მიღწეული დემოკრატიული ინსტიტუცია?

_ რა თქმა უნდა. ზუსტად ამ თემებზე ვმსჯელობთ. ამიტომ ვამბობ, რომ კონსულტაციები არასწორი ტერმინია, იმიტომ რომ კონსულტაციებს მართავენ მხარეები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ და იქნებ დაახლოვონ. აქ ამაზე არ არის საუბარი. ყოფილი პრეზიდენტია მარგველაშვილი, ჩვენ ვართ პარტია, მე ვარ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამიტომ ჩვენ თანამოაზრეთა წრეში ვმსჯელობთ საჯარო პოლიტიკურ, საქვეყნო საქმეებზე. ეს არის პროცესი.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად