დავით უსუფაშვილი: მაინც მჯერა, საქმე გვაქვს არა პუტინის გეგმით მოქმედ ივანიშვილთან, არამედ თავგზააბნეულ ივანიშვილთან

მაინც მჯერა, რომ საქმე გვაქვს არა პუტინის გეგმით მოქმედ ივანიშვილთან, არამედ თავგზააბნეულ ივანიშვილთან, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“მე ბოლომდე მჯერა, მაგრამ ბოლომდე მინდა გავუმკლავდე ეჭვებს, რომელიც მეც მიჩნდება, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა პუტინის გეგმით მოქმედ ივანიშვილთან, არამედ პოლიტიკურად თავგზა აბნეულ ივანიშვილთან, რომელიც ისეთ შეცდომებს უშვებს, რომ სამყარო უკვე სხვანაირად ვეღარ ხსნის ამ ყველაფერს და ყველაფერს სწორედ პუტინს და კრემლის პოლიტიკას უკავშირებს. მე არ მჯერა, რომ ამ პოლიტიკას მიყვება, მაგრამ ვხედავ შედეგს. მისი კატასტროფული შეცდომების შედეგად ქვეყანა აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ სანქციების ენით გვესაუბრებიან.

მე მგონია, რომ ივანიშვილმა ანაკლიის პროექტი შეწირა შიდა გაუგებარ პროცესებს და გაუგებრობებს. მის მიერ საფრთხედ წარმოდგენილ ადამიანებს და ადამიანთა ჯგუფს. ანაკლიის პროექტის გაწირვის მთავარი მიზეზი იყო ეს. მეორე, მან როდესაც დაინახა, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ერთადერთ დასაყრდენად ანტიდასავლურ განწყობებზე მდგომი ამომრცეველი დაინახა. ამიტომ კოჭის გორება დაიწყო სადღაც სხვაგან. მაგრამ ამერიკელი კონგრესმენი ფიქრობს აშშ-ის უსაფრთხოებაზე და ამ ყველაფრის შემხედვარეს ეს მარტივად შეუძლია დაასკვნას. მას ვერ წარმოუდგენია, რომ ვიღაცამ ამხელა ტიპის შეცდომები და გადაცდომები დაუშვას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად