დავით უსუფაშვილი: “მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო “ტესტ-მატჩისთვის”

"ჩემი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიღეთ „ქართულ ოცნებაში“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"1. ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია; ამიტომ, მეტი შრომა, მეტი უშუალო კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ, არჩევნებში წარმატებისთვის.

2. "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა; ამიტომ, მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავალთ და, შესაძლოა, ამით დასახული მიმართულებით ქვეყნის განვითარებაც შევაფერხოთ.

3. ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია; ამიტომ, მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო „ტესტ-მატჩისთვის“ (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის…).

4. ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია; ამიტომ, ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები.

5. თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის; ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე და დავიწყოთ იმის კეთება, რაც ვიცით რომ გასაკეთებელი გვაქვს კოალიციაშიც და პარტიებშიც", – წერს უსუფაშვილი facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...