დავით უსუფაშვილი: „ლელო“ კმაყოფილია წინასწარი მონაცემებით – დაველოდებით საბოლოო შედეგს

„ლელოს“ საპარლამენტო სიის №2-მა დავით უსუფაშვილმა ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები შეაფასა და განაცხადა:

„ამ არჩევნებმა აჩვენა რომ საქართველო მართლა არის სხვანაირი, მრავალფეროვანი, მრავალპარტიული და ის ვინც ერთპარტიულებისკენ ილტვოდა და ამას ცდილობდა ეს არ გამოუვა. არც დღევანდელს, არც გუშინდელს, არც ხვალინდელს.
დიახ, ჩვენ საქათველოში ვისწავლით პოლიტიკური დიალოგის და პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურას. ეს აჩვენა ამ არჩევნებმა, ესაა ჩვენი მოქალაქეების გზავნილი. ამასთანავე ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე, რომელთა ერთმანეთთან შედარებით ე.ი. ერთი მთვარეზეა ჩატარებული, მეორე – ვენერაზე და მესამე – იუპიტერზე.
აქედან გამომდინარე არანაირი საბოლოოო პოლიტიკური დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი დამკვირვებლები და აქტივისტები აგრძელებენ ბრძოლას და შრომას ყველა ამომრჩევლის ხმის დასაცავად.
მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ რა არის შემდგომი ნაბიჯები. ყველას შეგახსენებთ, რომ იმ 30 მაჟორიტარული ოლქიდან ამომრჩევლის გამარჯვებულებია გამოსავლენი და ეს სწორედ ამ შედეგებიდან გამოჩნდება. ეს 30 მაჟორიტარული ოლქი არის მომავალი პარლამენტის 20%. ამიტომ, ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია და ნაადრევი ნურც ზეიმი მოუვა ვინმეს და ნურც გლოვა.
“ლელო” კმაყოფილია იმ შედეგით რაც ჩვენ წინასწარი მონაცემებით გვაქვს, მაგრამ დაველოდებით საბოლოო შედეგებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად