დავით უსუფაშვილი ხელისუფლებაზე: უკიდურეს შეშფოთებას ვხედავ, აბა რა წივილ-კივილი ატეხეს?!

„უკიდურეს შეშფოთებას ვხედავ, აბა რა წივილ-კივილი ატეხეს”-ამის შესახებ, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, “ფორმულასთან” განაცხადა.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება შეშფოთებულია და ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

„უკიდურეს შეშფოთებას ვხედავ, აბა რა წივილ-კივილი ატეხეს. ჯერ ერთი, პროპორციული არჩევნები რატომ წაიღეს უკან თუ ასე ყოჩაღები იყვნენ? შემდეგ რატომ მოუწიათ დათანხმება ცვლილებებზე თუ ასეთი ყოჩაღები იყვნენ და შეეძლოთ ოპოზიციის მოთხოვნებს გამკალვებოდნენ? შემდეგ 8 მარტის შესათანხმებაზე რატომ ატეხეს აურზაური? ოპტიმისტურად არ არიან განწყობილები. თვლიან, რომ კორონათი უკიდურესად შეწუხებული მოსახლეობა მთავრობაზე იქნება ჩამოკიდებული, რადგან მთავრობამ უნდა მიაწოდოს მათ დახმარება და ამაზე აკეთებენ აპელირებას“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას, პრემიერი პარლამენტში ორჯერ იყო – ერთხელ მთავრობის ანგარიშის წარდგენისას, ხოლო მეორეჯერ ინტერპელაციის წესით. ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა პარლამენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად