დავით უსუფაშვილი: ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თამაშს აყვა

“შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის თამაშს აყვნენ და საპრეზიდენტო არჩევნები სახელისუფლებო არჩევნებად გადააქციეს.

“ხელისუფლება ამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს რატომღაც აპოკალიფსს უკავშირებს. რეალურად კი, ისინი აყვნენ სააკაშვილის თამაშს და საპრეზიდენტო არჩევნები გადააქციეს სახელისუფლებო არჩევნებად. თავადვე საუბრობენ, რომ თუ ეს არჩევნები წააგეს, ხელისუფლებას კარგავენ და იწყება აპოკალიფსი, არადა სულ რაღაც სამი თვის წინ ხალხს ეუბნებოდნენ , რომ პრეზიდენტობა შეიძლება ოპოზიციასაც დავუთმოთო.
ანუ, ამ პოზიციიდან დაიწყეს და და ახლა აღმოჩნდნენ ჩიხში. არ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებს დავუკავშიროთ ყველაფერი.
არ ჩავერთვები არასწორ ბრძოლაში, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვებულის გამოვლენის მეშვეობით ხელისუფლების შენარჩუნების, თუ ხელისუფლების გადაცემის პროცესში.

დღეს მე ხელისუფლებასთან მაქვს საქმე და არა საარჩევნო ბანაკებთან. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას:
ნუ გადაერთეთ მთლიანად საარჩევნო ბანაკად. შენ ხელისუფლება ხარ, საქართველოს მოქალაქეების, ყველას ხელისუფლება!
ერთ მხარესაც და მეორესაც მიეცი იმის რწმენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც აგრძელებ სწორი გზით სიარულს.
ამისთვის კი, ეს სწორი გზა თავადვე გააჩინე და დღესვე თქვი პროპორციული არჩევნები, არჩევნების შემდეგ ეს გვიან იქნება.

ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ თუ გაიმარჯვა ვაშაძემ, ხელისუფლებას უკვე ჰქონდეს გამზადებული ეს გზა, მისი მყისიერი ჩამონგრევა და ჩამოშლა იყოს თავიდან აცილებული და პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა განსაზღვროს ჩვენი, ქვეყნის შემდგომი ცხოვრების ბედი.

თუ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, ასეთ შემთხვევაშიც, როდესაც გარდაუვალია ძალიან მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი საზოგადოების მხრიდან, ამ საზოგადოებისთვისაც უკვე გქონდეს შექმნილი გზა და გეზი – ისევ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს შეთავაზებით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები
იტვირთება...